პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისსხდომაზე მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა დააზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის -ქვეპროგრამა 2)" განიხილეს.
მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძისგანმარტებით, აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში - „თანამედროვე უნარები უკეთესიდასაქმების სექტორის განვითარების პროგრამის" პირველი ეტაპისთვის (რაც გულისხმობსქვეპროგრამა 1-ის აღსრულებას) 42,416,000 ევროს ოდენობით ფინანსური რესურსიგამოიყო.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის აზიის განვითარების ბანკი მზადაადააფინანსოს აღნიშნული პროგრამის მეორე ქვეპროგრამა. ამისათვის, სესხის სახით 68,198,000 ლარი გამოიყოფა.
„პირველი ხელშეკრულებაა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ საერთაშორისო საფინანსოინსტიტუტიდან ლარში მივიღებთ სესხს. ეს პრეცედენტი პირველად ხდება, რაც ძალიანმნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
პირველი ქვეპროგრამის მსგავსად, ქვეპროგრამა 2-ის ძირითადი მიზანია პროფესიულიგანათლებისა და სწავლების სექტორის მხარდაჭერა.
სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვისწარმოდგენილი „2019 წლის 18 ივნისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა დაგანვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ინოვაციის, ინკლუზიურობის დახარისხის პროექტი - საქართველო 12 Q) მეორე ცვლილება".
საკითხი სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისმოადგილე ბაია კვიციანმა წარადგინა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარებისსაერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება („ინოვაციის,ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო 12Q"), პროექტის განხორციელებისკუთხით, რომლის მიზანია სკოლამდელ განათლებაზე წვდომის გაფართოება დაგანათლების და სასწავლო გარემოს ხარისხის გაუმჯობესება.
„ეს არის მრავალკომპონენტიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ადრეულიგანათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ასევე, ზოგადგანათლებაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. იქიდან გამომდინარე, რომსაკმაოდ რთული და მრავალმხრივია მისი განხორციელების გზები, განათლების,მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროს მიმართა, სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული სესხის დახურვის თარიღად 2026 წლის 31მარტის ნაცვლად 2027 წლის 31 მარტი განისაზღვროს", - განაცხადა ბაია კვიციანმა.
სხდომაზე განხილულ საკითხებს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
უახლესი
15 საათის წინ
ირაკლი შატაკიშვილი მოსწავლეებს შეხვდა15 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7894 ლარი გახდა15 საათის წინ
"ხის დაცვა კირით: ბუნებრივი და საიმედო მეთოდი"