დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
განათლებაში ინვესტირება, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს - გიორგი კაკაურიძე სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე

განათლებაში ინვესტირება, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს - გიორგი კაკაურიძე სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე

19-02-2024 10:29:00

განათლებაში ინვესტირება მოგვცემს გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას, - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. მინისტრის მოადგილემ სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რისი გათვალისწინებაც მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ხდება. 

„ბიუჯეტის შედგენისას შეიძლება ბევრ პრიორიტეტზე იყოს ხოლმე საუბარია, მაგრამ ზოგადად ამ პრიორიტეტებს დავყოფდი სამ ნაწილად. ერთი-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის განათლება და ბოლო პერიოდში განათლების პრიორიტეტულობა ბიუჯეტის დაფინანსების ნაწილში ცალსახად აისახება. ბოლო 4 წელიწადში განათლების დაფინანსება თითქმის გაორმაგებულია. და ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა, სწორედ განათლებაში ინვესტირება მოგვცემს გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას.  მეორე მიმართულება არის უკვე, საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, ეს არის როგორც სოფლის მეურნეობის პროგრამები, ასევე ის ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია ლოგისტიკის განვითარებისთვის, ასევეა მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამები. ამ მიმართულებით ხდება ყოველთვის მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფა. და მესამე მიმართულება ეს არის სოციალური ნაწილი, რომელიც აუცილებელია ვიდრე ქვეყანას ჰყავს დიდი რაოდენობა მოსახლეობის, რომელიც არის გარკვეულწილად სიღარიბის ზღვრის ფარგლებში. ასევე მუდმივად გვეყოლება პენსიონერების მზარდი რაოდენობა, რომელსაც სახელმწიფოსგან ყოველთვის დაჭირდება მხარდაჭერა. შესაბამისად, სამივე ეს მიმართულება აისახება ჩვენს მოქალაქეებზე, ადამიანების კეთილდღეობაზე, ერთის მხრივ დასაქმებასა და გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკურ განვითარებაზე, ხოლო მეორეს მხრივ ვისაც დღეს დახმარება სჭირდება ამ ადამიანების დასახმარებლად, რომ მოხდეს თანხების მობილიზება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები