თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამოფენას An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები, ARCH+-თან თანამშრომლობით .
გამოფენის ფარგლებში, საშუალება გაქვთ დაესწროთ გამოფენის ტურს და სიმპოზიუმს:
კურატორის სტეფან გრუბერის ტური
5 ოქტომბერი, შაბათი | 14:00 - 16:00 სთ.
სიმპოზიუმი: Commoning Tbilisi
5 ოქტომბერი | 16:30 - 19:00 სთ.
მრგვალი მაგიდის დისკუსია საერთო და არაფორმალური განათლების შესახებ
სახელმწიფო და საბაზრო ინსტიტუტების შესუსტებასთან ერთად, მთელ მსოფლიოში საზოგადოებები სულუფრო მეტად იღებენ კონტროლს საკუთარ მომავალზე, კოლექტიური გამოწვევების გადასაჭრელად ცოდნის,უნარებისა და რესურსების გაზიარების ალტერნატიულ გზებს ავითარებენ. როგორ შეიძლება საერთოპრაქტიკამ ხელი შეუწყოს არაფორმალურ სასწავლო გარემოს, სადაც ცოდნის ერთობლივი წარმოება, გაზიარება და გავრცელება ხდება ფორმალური ინსტიტუტების გარეთ? როგორ შეიძლება ურთიერთსწავლისადა სწავლის სივრცე გახდეს ცვლილების კატალიზატორი, რაც ხელს შეუწყობს უფრო სამართლიან და მდგრადთემებს? სამი ადგილობრივი ინიციატივის მოსმენით, ჩვენ გავეცნობით საერთო და არაფორმალურგანათლებას კავშირებს ხელოვნებაში, ეკოლოგიასა და ტექნოლოგიაში.
მოწვეული მომხსენებლები:
- ვატო წერეთელი, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი (CCA)
- დათა ცინცაძე, პროექტი ნაპირზე, რუსთავი
- ლევან ასათიანი, ქუჩის სკოლა, თბილისი
მრგვალი მაგიდის დისკუსია საერთოობის კონცეფციასა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე
კულტურული მემკვიდრეობა გადამწყვეტია საზოგადოების იდენტობის ჩამოყალიბებაში. ის ეხმარებაადამიანებს წარსულთან დაკავშირებასა და კუთვნილების გრძნობის გაძლიერებაში. დღეს ისტორიულიშენობები და უბნები უბრალო სურათებად დაყვანის რისკის წინაშე დგანან, რაც საერთო ინტერესებისა დაკოლექტიური პრაქტიკის დაკარგვას ასახავს. როგორ შეუძლია კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვამ ხელიშეუწყოს ადგილისა და კოლექტიური საკუთრების ახალი ფორმების შექმნას? ამ დისკუსიაში წარვადგენთთბილისის სამეზობლოს განახლების ორ ინიციატივას და გავაანალიზებთ, თუ როგორ შეიძლებამატერიალურმა და არამატერიალურმა კულტურულმა მემკვიდრეობამ გავლენა იქონიოს ჩვენი ქალაქებისსოციალურ რეგენერაციაზე.
მოწვეული მომხსენებლები:
- ნიკა გაბისკირია, პროექტი კიბე
- ლია ბოკუჩავა, ICOMOS, ბეთლემის სამეზობლო
მოდერატორები: სტეფან გრუბერი და თინათინ გურგენიძე.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა