დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გამოძიება მიმდინარეა, არსებობს გამოძიების ინტერესები და მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ - შოთაძე ფარცხალაძეზე

გამოძიება მიმდინარეა, არსებობს გამოძიების ინტერესები და მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ - შოთაძე ფარცხალაძეზე

24-10-2023 11:38:46

ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, ოთარ ფარცხალაძეს, გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, უწყებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

„ეს გამოძიება მიმდინარეა და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. ჩვენ საპროკურორო ზედამხედველობას ვახორციელებთ, თუმცა, გამოძიებას აწარმოებს სუს-ი. არსებობს გამოძიების ინტერესები და იმ ფარგლებს, რომელზეც საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელმა ისაუბრა, ვერ გავცდები, ისევ და ისევ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ. 

2013 წლიდან მოყოლებული ოთარ ფარცხალაძეს არანაირი შემხებლობა აღარ აქვს საქართველოს პროკურატურასთან, მას შემდეგ, რაც ის გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და არც შეიძლება ჰქონდეს. ამის არანაირი ფაქტი არ არსებობს, ეს არის უბრალოდ სპეკულაცია. რაც შეეხება ჩვენს შეხვედრას, ყველასთვის საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ გვაკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა და ყოფილა შეხვედრების შემთხვევებიც“, - განაცხადა შოთაძემ.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.

იგივე თემაზე: 

ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა - გრიგოლ ლილუაშვილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები