დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გალფის ქვეყნებიდან და ისრაელიდან ვიზიტორების აქტივობა მაღალია - Golden Tulip-ი

გალფის ქვეყნებიდან და ისრაელიდან ვიზიტორების აქტივობა მაღალია - Golden Tulip-ი

17-07-2023 23:00:00

მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან შეინიშნება ტურისტების და საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა, - აცხადებს სასტუმრო Golden Tulip-ის მარკტინგისა დ გაყიდვების ხელმძღვანელი ავთანდილ წურწუმია. მისი თქმით, სასტუმროს მაგალითზე წელს შედარებით მაღალი სეზონი მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყო.

„ჩვენი სასტუმროს მაგალითზე მინდა ვთქვა, რომ მაისის მეორე ნახევარი და ივნისი იყო საკმაოდ კარგი, რაც განაპირობა ქვეყანაში სხვადასხვა სახელმწიფო დელეგაციების სტუმრიანობამ. ასევე დიდი ნაკადები იყოს სტუმრების შემოდინების მხრივ გალფის ქვეყნებიდან. მათი სადღესასწაულო დღეების პერიოდში, მათთვის საქართველოში დასვენება აქტუალურია. ეს ყველაფერი კი განაპირობებს იმას, რომ საკმაოდ კარგი მონაცემები იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, - ამბობს სასტუმროს მარკტინგისა დ გაყიდვების ხელმძღვანელი

მისივე თქმით, Golden Tulip-ის მაგალითზე წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი სეზონი მაის-ივნისი და სექტემბერ-ოქტომბერია. ხოლო რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, ივლის-აგვისტოზე საშუალო დატვირთულობა. ამ პერიოდისთვის სასტუმროში ჯავშნების კუთხით ლიდერობენ სტუმრები გალფის ქვეყნებიდან და ისრაელიდან.

Golden Tulip-ში აგვისტოში სასტუმრო ნომრის ღირებულება 1 დღე/ღამე 130 დოლარიდანაა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები