2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.3 მლნ აშშ დოლარი (828.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.4%-ით (227.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.8% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.4% მოდიოდა
2023 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 34.0 მლნ აშშ დოლარი (91.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის დეკემბერის (33.8 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.6%-ით მეტია.
უახლესი