დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფეროშენადნობების ექსპორტი 128%-ითაა გაზრდილი - TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო მეტალურგიული წარმოების ნახევარპროდუქტებს ყიდის

ფეროშენადნობების ექსპორტი 128%-ითაა გაზრდილი - TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო მეტალურგიული წარმოების ნახევარპროდუქტებს ყიდის

20-11-2024 13:00:00

ფეროშენადნობების ექსპორტი 128%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ექსპორტზე 310,506.25 ათასი დოლარის ღირებულების 270,424.00 ტონა ფეროშენადნობების გაიტანა ექსპორტზე, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 118,834.39 ტონა.

ფეროშენადნობებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი დღეს თურქეთია, სადაც საქართველოდან ექსპორტირებული ფეროშენადნობების 47%-ი ხვდება.

TOP 5 ქვეყანა, სადაც ფეროშენადნობებს ყიდის:

  • თურქეთი - 126,495.31 ტონა
  • აშშ - 73,056.45 ტონა
  • ეგვიპტე - 17,049.57 ტონა
  • იტალია - 7,747.16 ტონა
  • უკრაინა - 6,480.00 ტონა.

საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში ფეროშენადნობების ექსპორტი მეტ-ნაკლებად მზარდ ტრენდზე იყო, თუმცა 2023 წელს 2022 წელთან შედარებით მნიშვნელოვანი შემცირება განიცადა და ექსპორტი 31%-იანი კლება აჩვენა. თუმცა 2024 წელს სტატისტიკა მზარდია და 10 თვის მაჩვენებლები 2022 წლის წლიურ მაჩვენებლებს უკვე აჭარბებს. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები