დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფაქტორები, რის გამოც ივნისში ხილ-ბოსტნეული გაიაფდა - ექსპორტიორთა ასოციაცია

ფაქტორები, რის გამოც ივნისში ხილ-ბოსტნეული გაიაფდა - ექსპორტიორთა ასოციაცია

04-07-2023 11:00:08

საქსტატის მონაცემებით, ხილი და ბოსტნეული პირველ ადგილზეა იმ პროდუქტების ჩამონათვალში, რომელიც ივნისში ყველაზე მეტად გაიაფდა. ფასის კლების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად სეზონური ცვლილება სახელდება, თუმცა სხვა ფაქტორების გავლენაც იგრძნობა.

კერძოდ, საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი Business Insider Georgia- თან აცხადებს, რომ წელს სეზონი ერთ-ერთი საუკეთესოა როგორც ხარისხის, ასევე რაოდენობის მხრივ, რაც ფასზეც აისახა.

„კარგი მოსავალია, პროდუქციის რაოდენობა გაიზარდა და ხარისხიც მისაღებია. ფაქტობრივად ყველა პირობაა, რასაც ფასების კლება უნდა გამოეწვია და სწორედ ეს მოცემულობაა. ამასთან, ლარის კურსი გამყარდა, ეროვნული ვალუტის მსყიდვითუნარიანობა გაზრდილია და ფასიც დაბლა იწევს", - განმარტავს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

მისი ინფორმაციით, აქტიურია ექსპორტიც, თუმცა ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა და ხილ-ბოსტნეულის მთავარი საექსპორტო ბაზარი წელსაც რუსეთია.

„ექსპორტის მოცულობებიც ნორმალურია. ამ ეტაპზე მოცვი და ვაშლატამა გადის. სარეალიზაციო ბაზარი წელსაც ძირითადად რუსეთია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ბიზნესი და წარმოება დღესდღეობით ევროპაზეა ორიენტირებული, საექსპორტო მაჩვენებლებში რუსეთი ჯერჯერობით ლიდერია. სამწუხაროდ, ქართული წარმოება ვერ პასუხობს იმ მოთხოვნას და სტანდარტს, რასაც ევროპა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შეტანაზე აწესებს", - ამბობს ბეჟიტაშვილი.

ცნობისთვის, 2023 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბოსტნეული, ბაღჩეული და ზეთი 19.1 პროცენტით გაიაფდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები