ევროკავშირის წლიურმა ინფლაციამ 2023 წლის ივლისში 6,1% შეადგინა, რაც ივნისის 6,4%-დან შემცირდა. ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 9.8%-ს შეადგენდა. ამ მაჩვენებლებს ევროსტატის, ევროკავშირის სტატისტიკური სამსახური აქვეყნებს.
ინფლაციის ყველაზე დაბალი წლიური მაჩვენებლები დაფიქსირდა ბელგიაში (1.7%), ლუქსემბურგსა (2.0%) და ესპანეთში (2.1%).
ხოლო ინფლაცის ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებლები დაფიქსირდა უნგრეთში (17,5%), სლოვაკეთსა და პოლონეთში (ორივე 10,3%).
ივნისთან შედარებით, წლიური ინფლაციამ ევროკავშირის ცხრამეტ წევრ ქვეყანაში კლება აჩვენა, ერთში სტაბილური დარჩა და შვიდში გაიზარდა.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია