დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძეს მეორედ ხვდება

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძეს მეორედ ხვდება

20-12-2024 13:16:00

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძე ხვდება. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ეს ალენ ბერსესა და ირაკლი კობახიძის უკვე მეორე შეხვედრაა.

13:00 საათისთვის კი ალენ ბერსეს პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართა. ბერსე ასევე შეხვდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს. გუშინ კი ბერსემ შეხვედრა გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომელზეც ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი გენერალური მდივნის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრების, ასევე ვიზიტის დღის წესრიგით უკმაყოფილების გამო არ მივიდა.

ალენ ბერსეს ვიზიტი 21 დეკემბერს დასრულდება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები