ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება.
ევროკომისია ანგარიშში საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას შეაფასებს, რომლის საფუძველზე ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.
შეფასებითი დოკუმენტი იმ საკანონმდებლო ცვლილებებსა და რეფორმებს დაეყრდნობა, რომლებიც ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად 2022 წლის ივნისის შემდეგ გატარდა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად სწორედ 12 პრიორიტეტი განუსაზღვრა.
იგივე თემაზე:
ველით ევროკომისიის კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას - პრემიერი
უახლესი
1 საათის წინ
შავ ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი