ქვეყნის ახალი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობას ააქტიურებს DCFTA-ის ვალდებულებების მიღმა ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით, - ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ევროკომისიასთან ერთად შემუშავდა 2024-2025 წლების საქართველო-ევროკავშირის DCFTA-ს პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა (PAP), რომლიც 2024 წლის ბოლომდე იქნება მიღებული. გეგმის მიზანია, ჩამოაყალიბოს ორმხრივად შეთანხმებული აქტივობები, მათ შორის DCFTA-ის მიღმაც.
ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა დაახლოებულია DCFTA-ით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების 65 პროცენტზე მეტთან. გაგრძელდება მუშაობა ევროკავშირთან სოფლის მეურნეობის, კერძოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებითაც.
„ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რაც გულისხმობს როგორც ქვეყნის საკანონმდებლო დაახლოებას მის კანონმდებლობასთან, ასევე ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციას", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა პარლამენტში გამოსვლისას.
უახლესი
12 წუთის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს55 წუთის წინ
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა