ევროკავშირის ქვეყნებში რეგისტრირებული ახალი მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ 855 484 ათასი შეადგინა - 14,6%-ით მეტი წინა წელთან შედარებით. ამის შესახებ ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) ანგარიშიდან ირკვევა.
ევროკავშირში ავტომობილების ჯამური გაყიდვები იანვარ-ოქტომბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,7%-ით გაიზარდა და 8,795 მილიონს მიაღწია. ხოლო მთლიანობაში ევროპაში გაიზარდა 16,7%-ით - თითქმის 10,723 მლნ ავტომობილამდე.
ორგანიზაციის ცნობით, ოთხი უმსხვილესი ავტო ბაზრიდან სამმა ოქტომბერში, გასულ წელთან შედარებით, ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა. ხოლო თუ გერმანიაში ზრდა მოკრძალებული 4,9%-ი იყო, მაშინ საფრანგეთში რეგისტრირებული ახალი მანქანების რაოდენობა 21,9%-ით გაიზარდა, იტალიაში - 20,0%-ით, ესპანეთში - 18,1%-ით.
წლიურმა ზრდამ იტალიაში პირველ ათ თვეში 20.4% შეადგინა, ესპანეთში - 18.5%, საფრანგეთში - 16.5% და გერმანიაში - 13.5%.
მიმდინარე წლის ოქტომბერში ელემენტზე მომუშავე ელექტრომობილების წილმა 14.2%-ი შეადგინა, მაშინ როდესაც გასულ წელს მისი წილი 12% იყო.
ირკვევა, რომ ოქტომბერში ევროკავშირში ჰიბრიდული ელექტრომობილების ახალი რეგისტრაციების მაჩვენებელი 38,6%-ით გაიზარდა.
ოქტომბერში საწვავზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 8,1%-ით გაიზარდა, თუმცა მთლიანი რეგისტრაციების წილი 35,4%-დან 33,4%-მდე დაეცა. საწვავზე მომუშავე მანქანების გაყიდვები ძირითად ეროვნულ ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა: იტალიაში - 21,0%-ით, საფრანგეთში - 17,4%-ით, ესპანეთში - 7,7%-ით და გერმანიაში - 7,5%-ით.
ოქტომბერში ევროკავშირში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,2%-ით ნაკლები დიზელზე მომუშავე ავტომობილი იწარმოვა და შევიდა ექსპლუატაციაში.
უახლესი