დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირიდან ფულადი გზავნილები 6%-ითაა გაზრდილი, ხოლო აშშ-დან 22%-ით

ევროკავშირიდან ფულადი გზავნილები 6%-ითაა გაზრდილი, ხოლო აშშ-დან 22%-ით

17-06-2024 16:00:00

სებ-ის მონაცემებით, 2024 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 284 308,5 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2%-ით მეტია აპრილის მაჩვენებლებთან, ხოლო 27%-ით ნაკლები 2023 წლის მაისში ქვეყანაში განხორციელებულ ფულად გზავნილებთან შედარებით.

2024 წლის მაისში ფულადი გზავნილების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 42%-ი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. 

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წლის მაისში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მაჩვენებელმა 120 314,1 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-იანი ზრდაა, ხოლო თვიურ ჭრილში 3%-იანი ზრდა. 2024 წლის აპრილში ევროკავშირიდან საქართველოში ფულადა გზავნილებმა 116 413,7 ათასი დოლარი, ხოლო 2023 წლის მაისში 113 369,7 ათასი დოლარი შეადგინა.

2024 წლის მაისში საქართველოში განხორციელებული ფულად გზავნილებში ნომერ პირველი ქვეყანა იტალიაა, საიდანაც მაისში 48 120,2 ათასი დოლარის გადმოირიცხა. ზრდა თვიურ ჭრილში 5%-ია, ხოლო წლიურ ჭრილში კი 8%-იანი ზრდა. 

2024 წლის აპრილში იტალიიდან საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 45 803,2 ათასი დოლარი შემოვიდა ხოლო 2023 წლის მაისში კი 44 664,0 ათასი დოლარი. 

ფულად გზავნილებში ჩარიცხვების მიმართულებით მეორე ადგილზე რუსეთია, საიდანაც მაისში 48 105,9 ათასი დოლარი გადმოირიცხა, თუმცა თვიურ ჭრილში გზავნილების მოცულობა 2%-ითაა შემცირებული, ხოლო 2024 წლის მაისი 2023 წლის მაისთან შედარებით 70%-იანი შემცირებაა.

ჩარიცხვებში მესამე პოზიციაში აშშ-ია, საიდანაც მაისში ფულადი გზავნილების სახით ქვეყანაში 47 220,5 ათასი დოლარი შემოვიდა. აღნიშნული მაჩვენებლები კი აპრილის მაჩვენებლებთან 2%-იან ზრდას, ხოლო 2023 წლის მაისთან შედარებით 22%-იანი ზრდაა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები