დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
EURO 2024-ზე საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ  ლუდი „ზედაზენი“ ბაზარზე ახალი შეფუთვით გამოჩნდა

EURO 2024-ზე საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ  ლუდი „ზედაზენი“ ბაზარზე ახალი შეფუთვით გამოჩნდა

10-06-2024 16:00:00

სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ ახალი კამპანია წამოიწყო და ბაზარზე ლუდი „ზედაზენი“ ახალი შეფუთვით გამოიტანა. როგორც Business Insider Georgia -სთან „ქართული ლუდს კომპანიის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა მიხეილ ქურდაძე განუცხადა, ეს კამპანიის მხოლოდ დასაწყისია და საქართველოს ნაკრების თამაშების მოახლებასთან ერთად კამპანია უფრო აქტიურ ფაზაში გადავა. 

„ზედაზენი“ უკვე მეორე წელია სპორტთან და ქართველ გულშემატკივრებთან ასოცირდება. ჩვენ ვართ საქართველოს ქომაგების ოფიციალური სპონსორები და განყენებულად არც ერთი სპორტის სახეობის თუმცა მხარს ვუჭერთ ქართველი სპორტსმენების, რომელიც საქართველოს წარმოადგენენ. ფეხბურთის ციებ-ცხელების მოახლოებასთან დაკავშირებით,დავგეგმეთ კამპანია, რომელიც მხოლოდ ქვეყნის ფარგლებშია აქტიური და ბაზარზე გამოიტანეთ ლუდი ევრო 2024 წლის თემატიკით. ეს არის რეალურად კამპანიის დასაწყისი, რადგანაც ამ კამპანიას სანატრელ რიცხვების მოახლოებასთან ერთად, როდესაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს მოჰყვება დამატებითი აქტივობები“, - აღნიშნა მიხეილ ქურდაძემ. 

ირღვევა, რომ „ზედაზენის“ ახალი ეტიკეტი ლიმიტირებულია. 

„ლიმიტირებული ეტიკეტია და მასზე დატანილია ის ძირითად ფრაზები, რასაც საქართველოს ფეხბურთის ნაკრების გულშემატკივარი იყენებს ხოლმე ქომაგობისას და ეტიკეტი აქტიური იქნება შემდეგი თვე ნახევრის განმავლობაში“, - განაცხადა კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა. 

კომპანიაში კი საქართველოს ფეხბურთის საგულშემატკივროდ სპეციალური ეტიკეტის მქონე „ზედაზენის“ მომარაგებას და ქართველი ფეხბურთელების „გემრიელად გულშემატკივრობას“ ურჩევენ. 
 

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები