დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეთერიუმის ETF-ებში ინვესტირება თიბისის მობაილბანკით შესაძლებელი გახდა

ეთერიუმის ETF-ებში ინვესტირება თიბისის მობაილბანკით შესაძლებელი გახდა

03-08-2024 21:47:00

გიზიარებთ ბლოგს: კრიპტოაქტივებით დაინტერესებული ინვესტორებისთვის თიბისის მობაილბანკში სასიამოვნო სიახლეა, ახლა უკვე ეთერიუმის ETF-ების შეძენა პირდაპირ საინვესტიციო პლატფორმის მეშვეობითაა შესაძლებელი.  

 

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ კრიპტოაქტივების სავაჭრო ფონდები (ETFs) ოფიციალურად დაამტკიცა და მათში ინვესტირების საშუალება ინვესტორებს საფონდო ბირჟის მეშვეობით მიეცათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიტკოინისა და ეთერიუმის ETF-ები ახლა უკვე უოლ-სტრიტზე ოფიციალურადაა ხელმისაწვდომი. 

 

ამ ეტაპზე, ბირჟაზე რამდენიმე წამყვანი ჰოლდინგის მიერ გამოშვებული ეთერიუმის ETF-ებია ხელმისაწვდომი, მათ შორისაა: 

ზემოხსენებული ETF-ები იმ ინვესტორებზეა გათვლილი, რომელთაც ეთერიუმის შეძენა არარეგულირებულ კრიპტობირჟებზე არ სურთ, რადგან აღნიშნული პლატფორმები სანქცირებისა თუ დაჰაკვის მაღალ რისკს შეიცავენ. საპირწონედ ამისა, საფონდო ბირჟაზე ოფიციალურად რეგისტრირებული პლატფორმების დახმარებით კონტრაგენტის რისკი მინიმუმამდეა შემცირებული, ამიტომ თიბისის მობაილბანკი ეთერიუმის ETF-ში საინვესტიციოდ გაცილებით უფრო უსაფრთხო და ხელმისაწვდომია, ვიდრე ნებისმიერი კრიპტობირჟა. 

 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეთერიუმის ETF-ის ღირებულება არ ემთხვევა საერთაშორისო კრიპტობირჟაზე წარმოდგენილი ეთერიუმის ფასს, თუმცა დინამიკა ანალოგიურია. მაგალითად, ეთერიუმი თუ 10%-ით გაძვირდება, მაშინ ETF-ის ღირებულებაც 10%-ით გაიზრდება, თუმცა თავად ერთი ETF-ის ფასი არ შეადგენს 3,000 დოლარს და ის თითქმის 100-ჯერ უფრო ნაკლებია, რათა ის ინვესტორთათვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს. 

 

ანალიტიკოსების პროგნოზით, საფონდო ბირჟაზე ეთერიუმის ETF-ების გამოჩენით კრიპტოინდუსტრიაში დამატებითი ინვესტორები გაჩნდებიან, მათ შორის ის ინსტიტუციური ინვესტორები და კომპანიები, რომლებიც ციფრულ აქტივებში პირდაპირი ინვესტირებისგან ამ დრომდე თავს იკავებდნენ. 

 

აქვე, ეთერიუმის შესახებაც უნდა ვისაუბროთ, რომელიც 2015 წელს შეიქმნა და ის დაახლოებით $400 მილიარდად შეფასებული პროექტია. ბიტკოინისგან განსხვავებით, ეთერიუმი მრავალი დანიშნულების მქონე პლატფორმაა, რომლის გამოყენება სხვადასხვა მიზნებით შეიძლება. მაგალითად, ეთერიუმი ე.წ. ჭკვიანი კონტრაქტების შექმნის საშუალებას იძლევა, ანუ თვითგანხორციელებადი პროგრამის, რომელსაც წინასწარ დადგენილი შეთანხმების ავტომატურად აღსრულება შეუძლია. ამ თვისების წყალობით, ეთერიუმზე დეცენტრალიზებული ქსელების, ვიდეოთამაშების ან აპლიკაციების (Dapps); ავტომატური საფინანსო პლატფორმების (DeFi) და უნიკალური აქტივების (NFTs) დაშენებაა შესაძლებელი, ანუ ეთერიუმი მრავალდანიშნულებიანი ტექნოლოგიური პლატფორმაა და არც უბრალოდ კრიპტოვალუტა.

 

დროსთან ერთად, ეთერიუმის მიმართ დეველოპერების, მომხმარებლებისა და ინვესტორების ინტერესი იზრდება და ახლა უკვე ამ კრიპტოპროექტის ETF-ში ინვესტირება პირდაპირ მობაილბანკიდანაა შესაძლებელი, თანაც საკომისიოს გარეშე, ამიტომ არ გადადო, დააბანდე!

 

ეთერიუმის ETF-ების შეძენას შეძლებ აქ.


*გაითვალისწინე. რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.

 


მსგავსი სიახლეები