დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნა

ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნა

26-03-2025 23:46:00

ესპანეთის ქალაქ ტოლედოში UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის ილია თოფურიას სახელობის ქუჩა ოფიციალურად გაიხსნა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ ტოლედოს მერმა კარლოს ველასკესმა 24 მარტს ილია თოფურიასთან ერთად გამოაცხადა.

„ჩემთვის დიდი პრივილეგიაა, როცა ქალაქი ტოლედო ასე მაფასებს. აქაურობასთან ბევრი ემოცია მაკავშირებს და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ“, – განაცხადა ილია თოფურიამ.

თოფურიამ UFC-ის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის თებერვალში მოიპოვა, ოქტომბერში კი წარმატებით დაიცვა. 2025 წლის დასაწყისში თოფურიამ განაცხადა, რომ ქვემსუბუქ დივიზიონს ტოვებს და ასპარეზობის გაგრძელება მსუბუქ დივიზიონში (70 კგ) სურს.

ილია თოფურია ესპანეთში 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა. მან შერეულ ორთაბრძოლებში ვარჯიში ძმასთან ერთად ქალაქ ალიკანტეში დაიწყო. მისი დებიუტი 2015 წელს შედგა. თოფურიას კარიერაში 16 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ჯერ არ დამარცხებულა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები