ესკოს გენერალურ დირექტორად კახაბერ ქებურია დაინიშნა. კომპანიის ინფორმაციით, 21 ივლისიდან, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს ახალი გენერალური დირექტორი უხელმძღვანელებს.
„კახაბერ ქებურია საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის ერთ ერთი თვალსაჩინო ფიგურაა, მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებითა და მართვის პრაქტიკით. მუშაობდა არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე:
2022 წლიდან : სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე; დირექტორთა საბჭოს წევრი; დირექტორი პროექტების მართვის საკითხებში.
2010-2018 წლებში - სს ,,ენერგო- პრო ჯორჯიას” გარდაბნის რაიონის დირექტორი.
2007-2010 წლებში - სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” გარდაბნის რაიონის მთავარი ინჟინერი.
2005-2007 წლებში - USAID და საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის ქვემო ქართლის ფილიალის თელეთი-მარტყოფის რაიონის მთავარი ინჟინერი, ხოლო 2004 წელს, იგივე კომპანიაში ინჟინერ-ელექტრიკოსი.
კახაბერ ქებურიას პროფესიონალიზმი, კომპეტენცია , მართვის უნარი და ელექტროენერგეტიკულ სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება სასარგებლო იქნება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის - ესკოს შემდგომი განვითარებისათვის, მისი როლისა და ფუნქციების სწორი და გამართული პოზიციონირებისათვის საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე და მთლიანად ელექტროენერგეტიკულ სექტორში“, - აღნიშნულია ესკოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
უახლესი
20 საათის წინ
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეთ SOLO21 საათის წინ
ჯადოსნური საშობაო ბაზრობა შატო მუხრანში