დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ერთ-ერთმა ელჩმა თქვა რომ ეშინიათ, საქართველოს გავლით ბევრი რუსის ევროკავშირში შესვლის - ევროკავშირში რუსეთის მოქალაქის შესვლას სჭირდება ვიზა,  თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზებს - ირაკლი კობახიძე

ერთ-ერთმა ელჩმა თქვა რომ ეშინიათ, საქართველოს გავლით ბევრი რუსის ევროკავშირში შესვლის - ევროკავშირში რუსეთის მოქალაქის შესვლას სჭირდება ვიზა, თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზებს - ირაკლი კობახიძე

14-07-2023 13:54:56

ერთ-ერთი ელჩი გამოვიდა და თქვა ასეთი რაღაც, რომ საქართველოს გავლით ეშინიათ, რომ ბევრი რუსი შევა ევროკავშირში. ევროკავშირში რუსეთის მოქალაქის შესვლას სჭირდება ვიზა, თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზებს,  -  განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. კითხვაზე, რუსეთთან ფრენების გამო, რამდენად არსებობს რისკი, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს სატრანსპორტო ჰაბად გადაიქცეს, ირაკლი კობახიძემ მაგალითად მოიყვანა მეზობელი ქვეყნების სტატისტიკური მონაცემები. მან აღნიშნა, რომ თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთისგან განსხვავებით, საქართველო დღეში მხოლოდ 5 პირდაპირ რეისს ასრულებს რუსეთის მიმართულებით, რაც რაიმე სახის რისკს ამ კუთხით გამორიცხავს. „რაც შეეხება იმას, თუ რამდენად „სარისკოა“ ამ კუთხით საქართველოში ფრენები რუსეთის მოქალაქეების ევროპაში გამგზავრების თვალსაზრისით: მარტივი სტატისტიკა რომ მოვიყვანოთ, მაგალითად, დღეში, რუსეთსა და თურქეთს შორის სრულდება დაახლოებით 100 პირდაპირი რეისი, აზერბაიჯანი - დაახლოებით 25, სომხეთი - დაახლოებით 25, რაც ჯამში არის 150. რაც შეეხება საქართველოს, დღეში სრულდება 5 რეისი. თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რა მასშტაბებზეა საუბარი, როგორ შეიძლება საქართველოში ფრენები გახდეს რაღაცნაირად რისკების საფუძველი?  ეს ხომ ცარიელი სპეკულაცია და ტყუილებია? როგორ შეიძლება ასეთ რამეს კადრულობდეს ელჩი, ან ნებისმიერი პოლიტიკოსი, ან ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს უდნა უფრთხილდებოდეს? - არ შეიძლება ასეთი ტყუილებით პიარული სვლების დაგეგმვა.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები