დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნული ნაკრები აისბერგის მოკაშკაშე წვერია, რომელიც თავისი წარმატებით მთელს ქვეყანას აბედნიერებს - თათა ბურდული

ეროვნული ნაკრები აისბერგის მოკაშკაშე წვერია, რომელიც თავისი წარმატებით მთელს ქვეყანას აბედნიერებს - თათა ბურდული

09-07-2024 11:50:00

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბრენდ-დირექტორი თათა ბურდული Facebook-ზე EURO2024-ზე საქართველოს ნაკრების მონაწილეობის შესახებ და მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ წერს. 

„ერთი კვირის წინ დავბრუნდით გერმანიიდან, ისტორიული ევროპის ჩემპიონატიდან. სათქმელი ძალიან ბევრია. თითქმის ერთი თვე ვიყავით იქ, სადაც ყოფნა სამართლიანად დავიმსახურეთ და ემოციები, რომელიც შევაგროვეთ ნამდვილად მთელი ცხოვრების მანძილზე გვემახსოვრება ყველას.

ეს პოსტი იმ ხალხს ეძღვნება, ვინც კულისებშია. ეროვნული ნაკრები აისბერგის მოკაშკაშე წვერია, რომელიც თავისი წარმატებით მთელს ქვეყანას აბედნიერებს, გამარჯვების რწმენასა და პროფესიონალიზმის მაგალითს აჩვენებს. თუმცა მინდა იმ ხალხზე ვთქვა ორი სიტყვა, ვინც კულისებშია.

"მადლობა ფედერაციას!" - ერთი წინადადებით ითქმის ხოლმე და ბევრ აპლოდისმენტებს არც ველით... თუმცა, არ მეგულება არც ერთი სხვა სპორტული თუ არასპორტული ორგანიზაცია ამ ქვეყანაში, რომელსაც ასე გაეერთიანებინოს, გაეხარებინოს, მაღალი პროფესიონალიზმის მაგალითი ეჩვენებინოს ჩვენი ქვეყნისთვის აქამდე.

იმ წარმატებაში, რაც ნაკრებმა აჩვენა არაერთი კონკრეტული ადამიანის სრული და უპირობო მიძღვნაა საქმის მიმართ.

ეს განწყობა, ეს დამოკიდებულება Levan Kobiashvili-ის ფედერაციაში მოსვლის შემდეგ გაჩნდა.

გუნდი, როგორც ერთი მთლიანობა, სადაც ყველა პერსონალური პასუხისმგებლობით, პიროვნული ლიმიტების დაძლევით, საქმისადმი ობსესიური დამოკიდებულებით შეუძლებელსაც კი შესაძლებლად აქცევს. ამან მოიტანა შედეგი, საქმისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ.

"ქარს არ მოუტანია და ქარი ვერ წაიღებს" ამ შედეგს და რამხელა ბედნიერებაა ამ ისტორიის თანამონაწილე, შემოქმედები რომ ვართ თითოეული ჩვენთაგანი.

ბოლო თვეებმა აჩვენა - ამ ქვეყანაში სპორტის ამ სახეობას კონკურენტი არ ჰყავს. ასე იყო მანამდეც, ვიდრე "ურწმუნონი ირწმუნებდნენ" და მით უფრო ახლა - ხილული სასწაულის შემდეგ.

აქვე მადლობა იმ ხალხს, ვინც გზის დასაწყისში ჩვენს გვერდით იდგნენ, ჩვენს პარტნიორებს საქართველოს ბანკი • Bank of Georgia Coca-Cola Bottlers Georgia Macron

და ამ კომპანიებში მომუშავე კონკრეტულ ადამიანებს! ჩვენს თანამოაზრეებსა და მხარდამჭერებს.

როგორც ჩვენ ვამბობთ ხოლმე - ეს არც ზღაპარია და არც მით უფრო მისი ბოლო... ყველაფერი ახლა იწყება ❤

#მევარსაქართველო

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები