დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნული ბანკისა და ფონდ German Sparkassenstiftung Georgia თანამშრომლობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ეროვნული ბანკისა და ფონდ German Sparkassenstiftung Georgia თანამშრომლობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

16-10-2023 14:44:14

საქართველოს საფინანსო სექტორში, მდგრადი დაფინანსების განვითარების ხელშეწყობის მიზნითა და გარემოსდაცვითი რისკების მართვის პროცესების დანერგვის მხარდასაჭერად, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ფონდ German Sparkassenstiftung Georgia თანამშრომლობის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარ თემას საფინანსო სექტორში "დაფინანსებული ემისიების" გამოთვლასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა.

სამუშაო შეხვედრაზე ფონდ German Sparkassenstiftung Georgia მიერ მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა, კემპტონის უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორ ტობიას პაილომ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის მდგრადი დაფინანსების განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად საფინანსო სექტორს "დაფინანსებული ემისიების" გამოთვლის მეთოდოლოგია და ინსტრუმენტი გააცნო.

აღნიშნული ინსტრუმენტი კომერციული ბანკების მხრიდან დაკრედიტების პროცესში "დაფინანსებული ემისიების" გამოთვლას ემსახურება და მისი მუშაობის პრინციპი საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტზე, კერძოდ, PCAF-ის ( The Partnership for Carbon Accounting Financials) მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული.

"დაფინანსებული ემისიების" ინსტრუმენტი ფინანსურ ინსტიტუტს საშუალებას აძლევს გაანალიზოს მისი საკრედიტო პორტფელი, განსაზღვროს მასში შემავალი "დაფინანსებული ემისიების" წილი და აღმოაჩინოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები ყოველივე ეს მას გარემოსდაცვითი მენეჯმენტის მიმართულებით ბიზნესპროცესების სრულყოფისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

"დაფინანსებული ემისიების" ინსტრუმენტი, მეთოდოლოგიის აღწერა და დეტალური შედეგები ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები