საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის აპრილში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 34.2%-ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, წინა თვესთან შედარებით რეზერვები 2.6%-ით გაიზარდა (+129.6 მლნ აშშ დოლარი).
Galt & Taggart-ის ანალიტიკოსების შეფასებით, რეზერვების ცვლილება უკავშირდება როგორც მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას.
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მარტში მიაღწია და 5 მილიარდ დოლარს პირველად გადააჭარბა.
მარტში რეზერვები 283,6 მლნ დოლარით შემცირდა, წლის დასაწყისიდან კი - 102,3 მლნ დოლარით. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება მთავრობისა და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს უკავშირდება.
წინა ჯერზე საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ისტორიული მაქსიმუმი 2022 წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა და 4 901,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რეზერვები 2022 წელს 628,1 მილიონი დოლარით, ხოლო 2021 წელს 361,3 მილიონი დოლარით გაიზარდა.
იგივე თემაზე:
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა