დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნული ბანკი საზედამხედველო სტრატეგიის 2024 წლის გამოცემას აქვეყნებს

ეროვნული ბანკი საზედამხედველო სტრატეგიის 2024 წლის გამოცემას აქვეყნებს

14-08-2024 17:30:00

გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი აქტივობების გამჭვირვალობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის 2024 წლის გამოცემას აქვეყნებს.


საზედამხედველო სტრატეგიის 2024 წლის გამოცემაში მთავარი აქცენტი კეთდება საზედამხედველო პრიორიტეტების მიღწევის სამოქმედო გეგმაზე, შესაბამის აქტივობებსა და მათი შესრულების ვადებზე, ისევე როგორც საზედამხედველო სტრატეგიის შესრულების 2023 წლის ანგარიშზე.


გასული წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი როგორც ეროვნული ბანკისთვის, ისე საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი საორიენტაციო დოკუმენტია. დოკუმენტი ხელს უწყობს ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტიან დაგეგმვას, თანამშრომლებისთვის სამომავლო ხედვის ცხადად ჩამოყალიბებას, სამომავლო ღონისძიებებზე სექტორისთვის პროგნოზირებადობის ზრდას.  ამასთან, უზრუნველყოფს ინვესტორებისთვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, სარეიტინგო კომპანიებისთვის, მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.


2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი შარშან გამოქვეყნდა. იგი ეროვნულმა ბანკმა კერძო და სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით შეიმუშავა. დოკუმენტით განისაზღვრა ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტები და აღნიშნული პრიორიტეტების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.


როგორც 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიაში აღინიშნა, ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტები სამი წლის განმავლობაში უცვლელი რჩება. შესაბამისად, ბანკი თავის საქმიანობას საზედამხედველო მიმართულებით კვლავ შემდეგი ხუთი პრიორიტეტის გათვალისწინებით წარმართავს:

 

  • საფინანსო სექტორის რისკების მართვის ჩარჩოს გაუმჯობესება და შედეგებზე პროაქტიული რეაგირება
  • საფინანსო სექტორში კონკურენციის ხელშეწყობა
  • ფინანსური ინოვაციების წახალისება და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარება
  • საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება
  • ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება და გამჭვირვალობის ზრდა

 

2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის 2024 წლის გამოცემის დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები