დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების ახალი სერიის - NBG Policy Papers - გამოქვეყნებას იწყებს

ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების ახალი სერიის - NBG Policy Papers - გამოქვეყნებას იწყებს

11-10-2024 17:53:00

საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესებას და კვლევითი ნაშრომების ახალი სერიის - პოლიტიკის კვლევების (Policy Papers) - გამოქვეყნებას იწყებს. აღნიშნული კვლევითი ნაშრომების სერიის გამოქვეყნების მიზანია, მიმოიხილოს ცენტრალური ბანკის პოლიტიკის აქტუალური საკითხები.

პირველი პოლიტიკის კვლევა, „ნეიტრალური საპროცენტო განაკვეთის შეფასება საქართველოს მაგალითზე“, მიმოიხილავს და პასუხობს ისეთ მნიშვნელოვან კითხვებს როგორიცაა: რამდენად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებს ცენტრალური ბანკი? რა ნიშნულზე ნორმალიზდება საპროცენტო განაკვეთები გრძელვადიან პერიოდში, როდესაც ეკონომიკაში ციკლური ფაქტორები ამოიწურება? ინფლაციის თარგეთირების პირობებში, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნეიტრალური განაკვეთის შეფასება.

ეკონომიკურ ლიტერატურაში ნეიტრალური განაკვეთი განიმარტება, როგორც წონასწორული განაკვეთი, რომელიც ბაზარზე ყალიბდება მაშინ, როდესაც ეკონომიკაში ციკლური ფაქტორები ამოწურულია და გამოშვება მის პოტენციურ, ხოლო ინფლაცია კი მიზნობრივ დონეზე ნარჩუნდება. წარმოდგენილი კვლევა მიმოიხილავს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოში ნეიტრალური განაკვეთის ჩამოყალიბებაზე და შეფასებულია მისი ისტორიული და მიმდინარე მაჩვენებელი.

ნაშრომში მოცემული მოსაზრებები ასახავს ავტორის შეხედულებებს და არ გადმოსცემს ეროვნული ბანკის პოზიციას.
კვლევითი ნაშრომების ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის პუბლიკაციების კატეგორიაში შემდეგ მისამართზე.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები