აღსრულების ეროვნული ბიურომ, თბილისში გურამიშვილის გამზირზე მდებარე სს “ელმავალმშენებლის” უძრავი და მოძრავი აქტივები აუქციონზე 19 524 410.00 ლარად გაყიდა.
9 მარტს ჩანიშნულ აუქციონზე ობიექტის საწყისი ღირებულება 48 811 025 ლარს შეადგენდა თუმცა, ინტერესი არავის დაუფიქსირებია და ობიექტი არ გაყიდულა.
დღეს 16 მარტს ჩანიშნულ აუქციონზე საწარმოს ფასმა 4 881 102.50 ლარი შეადგინა. ობიექტი განმეორებით აუქციონზე ათჯერ ნაკლებ ფასში გამოიტანეს.
ობიექტის შეძენის სურვილი 3 სუბიექტმა დააფიქსირა და საბოლოოდ “ელმავალმშენებელი” 19 524 410.00 ლარად გაიყიდა, თუმცა ვინ იყიდა აქტივები აღსრულების ეროვნულ ბიუროში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.
აუქციონი გამოცხადებული იყო თბილისში, დავით გურამიშვილის ქუჩა N84-ში მდებარე საწარმოს ხუთ უძრავ ქონებაზე, რომელზედაც განთავსებულია მოძრავი ქონება:
1) უძრავი ქონება ს/კ 01.12.01.003.211, საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენს არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ფართით დაზუსტებული 1990.00 კვ.მ;
2) უძრავი ქონება ს/კ 01.12.01.003.233, საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენს არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ფართით დაზუსტებული 2286.00 კვ.მ;
3) უძრავი ქონება ს/კ 01.12.01.003.213 საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენს არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ფართით დაზუსტებული 1919.00 კვ.მ;
4) უძრავი ქონება ს/კ 01.12.01.003.205 წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ ერთსართულიან შენობა-ნაგებობას, სადაც განთავსებულია ავტოსადგომები და ადმინისტრაციული ნაგებობა. შენობის შიგნით შესვლა, დათვალიერება და დასურათება ვერ მოხერხდა. საჯარო რეესტრის მონაცემით მიწის მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართი: 460.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი:N1;
5) უძრავი ქონება ს/კ 01.12.01.003.195 წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 211147,00 კვ.მ მიწის ნაკვეთს რომელზეც განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მიწის ნაკვეთზე განთავსებულია 50 დარეგისტრირებული შენობა ნაგებობა. მიწის ნაკვეთზე ასევე განლაგებულია შენობა ნაგებობები, რომლებიც საჯარო რეესტრის ამონაწერში არ ფიქსირდება, კერძოდ: დაურეგისტრირებელი რკინის ნაგებობა (კონსტრუქცია), რომელიც წარმოადგენს ქვიშის სამრეცხაოს. მიწის ნაკვეთზე ასევე განთავსებულია დაურეგისტრირებელი შენობა ნაგებობა რომელიც წარმოადგენს ტრანსფორმატორის ნაგებობას. ასევე მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ერთსართულიანი დაურეგისტრირებელი შენობა-ნაგებობები.
მანამდე, ელმავალმშენებელი ქარხნის 87%-იანი წილი ოფშორში რეგისტრირებულ რუსულ კომპანია „ლოკო ტრანსს” ეკუთვნოდა. კომპანიის 12%-იან წილს კი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა