დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომისტების 93%-მა სამუშაო ძალის დეფიციტი მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ შეაფასა - PMC-ის კვლევა

ეკონომისტების 93%-მა სამუშაო ძალის დეფიციტი მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ შეაფასა - PMC-ის კვლევა

06-10-2023 13:20:36

PMC-ის კვლევითი ცენტრის „საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ ბიულეტენში, რომელიც ქართველი ეკონომისტების გამოკითხვის საფუძველზე მომზადდა, საქართველოს ეკონომიკურ კლიმატზე საინტერესო მიგნებები გამოიკვეთა, რასაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ.  

2023 წლის მესამე კვარტალში ჩატარებული ქართველი ეკონომისტების გამოკითხვის მთავარი მიგნებები: 

  • ქართველი ეკონომისტები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას.
  • თუმცა მათი მოლოდინი საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ უარყოფითია. 
  • 2023 წლის რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი საშუალოდ 6.2%-ს შეადგენს.
  • ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდება. 
  • გამოკითხული ქართველი ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი 2023 წლისთვის, საშუალოდ, 4.2% იქნება.
  • საქართველოს ეკონომიკისთვის სამუშაო ძალის დეფიციტი მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ შეაფასა გამოკითხული ეკონომისტების 93%-მა.
  • გარდა ამისა, გამოკითხულ ეკონომისტთა თითქმის 78%-მა ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლები საქართველოს ეკონომიკისთვის მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ დაასახელა.
  • თურქული ლირის რეკორდული გაუფასურების ფონზე ეკონომისტების 78% ფიქრობს, რომ ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის შემცირება თურქეთიდან უფრო იაფ იმპორტთან შედარებით, სულ მცირე, მაღალ გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე. 
  • გამოკითხულთა 64% გეოეკონომიკურ ფრაგმენტაციას საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის მაღალ ან ძალიან მაღალი საფრთხედ მიიჩნევს.
  • რესპონდენტთა უმეტესობამ ტურიზმი (86%) და ფულადი გზავნილების შემოდინება (72%) გამოყო, როგორც საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორები.

„საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ პიემსი კვლევითი ცენტრის (PMC RC) პროდუქტია. ამ ბიულეტენში, რომელიც Ifo ინსტიტუტის მეთოდოლოგიას ეყრდნობა, განხილულია საქართველოს ეკონომიკური კლიმატი ქართველ ეკონომისტთა შეფასებით*. აღნიშნული გამოცემისთვის კვლევა ჩატარდა 2023 წლის სექტემბერში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

20 საათის წინ

20 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები