რაჭაში, უწერაში, 2021 წელს გახსნილი 4 ვარსკვლავიანის სასტუმრო „მანინო უწერა“მხოლოდ სეზონურად ოპერირებს.
როგორც Business Insider Georgia-ს სასტუმროს საოპერაციო მენეჯერმა ნინო გვარჯალაძემ განუცხადა, სასტუმრო 1-ელი ნოემბრიდან სეზონს ხურავს და აპრილიდან კვლავ იწყებს ოპერირებას.
„მანინო უწერა“ რაჭაში მაღალი კატეგორიის ერთად-ერთი სასტუმროა, სადაც სტუმარს ხვდება ყველანაირი კომფორტი. ოთახი, რესტორანი, აუზი, გარემო. ნოემბრიდან სასტუმრო იხურება და გაზაფხულის სეზონზე იხსნება.
ამის მიზეზია ის, რომ უწერაში არ არის ბუნებრივი აირი. ამიტომ ზამთრის სეზონზე ვიხურებით და აპრილიდან ვიწყებთ ოპერირებას“, - აცხადებენ სასტუმროში.
4 -ვარსკვლავიან სასტუმრო „მანინო უწრაში“ არის 14 სასტუმრო ოთახი და ფასი სეზონის მიხედვით იცვლება.
„საშუალოდ, სასტუმროში განთავსების ფასი ერთი დღე-ღამით, საუზმით - 350-დან 400-ლარამდეა.
რაჭაში ოქტომბრის თვე ყველაზე მოთხოვნადია და სასტუმრო დატვირთულია 40-45%-ით. წელს ზაფხულის სეზონზე აქტივობა მაღალი იყო. გვსტუმრობდნენ ისრაელიდან, პოლონეთიდან და რუსეთიდან“, - ამბობს სასტუმროს საოპერაციო მენეჯერი.
მანინო უწერა პირველი თანამედროვე, ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა რაჭაში. მანინო მოიცავს 14 კომფორტულ და სრულად აღჭურვილ ნომერს, დახურულ აუზს, რესტორანს, ლაუნჯს, საკონფერენციო ოთახს და რეკრეაციულ ზონას.
„მანინოში სტუმრებს რაჭული ელემენტებით გამდიდრებული ქართული სამზარეულოთი ვმასპინძლობთ. კერძების მომზადებისას მაქსიმალურად ვცდილობთ გამოვიყენოთ ადგილობრივი, სოფლის პროდუქტი. ჩვენს სტუმრებს ასევე ვთავაზობთ მაღალი ხარისხის საუზმეს, რომელიც ნომრის ღირებულებაში შედის.
სტუმრებს ასევე დახვდებათ კომფორტული ლაუნჯი, რომელიც სტუმრებს სთავაზობს ბარს, უნიკალურ ბუხრის ზონასა და ხედებს.
ყველა ნომერი აღჭურვილია კომფორტული საწოლებითა და ულამაზესი ხედებით. “, - აცხადებენ სასტუმროში.
უახლესი
3 წუთის წინ
ქვეყანაში იახტების იმპორტი გაზრდილია2 საათის წინ
ავოკადოს იმპორტი 13%-ითაა გაზრდილი