ძაღლის ტანსაცმლისა და აქსესუარების ქართული ბრენდის „ფოფსის“ დამფუძნებელი გვანცა წერეთელი Business Insider Georia-თან ამბობს, ქართულ ბაზარზე მათ ნაწარმზე მოთხოვნა წლიდან-წლამდე იზარდება.
„2023 წელს დადებითი დინამიკა გვქონდა. ჩვენთვის გაყიდვების თვალსაზრისით უფრო აქტიურია ცივი სეზონია, შემდეგ კი ცხოველებისთვის განკუთვნილი აქსესუარები დეკორატიული მიზნებისთვის იყიდება. დიდი ჯიშის და მძიმე წონის მქონე ძაღლებისთვის შეკვეთების მოცულობა გაიზარდა. გვყავს ერთგული მომხმარებლები. გაიზარდა გაყიდვები, ცნობადობა, პროდუქციის ხარისხი კიდევ უფრო დავხვეწეთ. ჩვენი ძირითადი მიზანი ექსპორტი არ დაგვიწყია. პროდუქციის 100% - ს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით“, - ამბობს გვანცა წერეთელი.
კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, „ფოფსის“ ნაწარმიდან ყველაზე დიდი მოთხოვნაა ძაღლების ტანსაცმელზე.
„ზამთრის სეზონზე ყველაზე მოთხოვნადია კომბინეზონები და დათბილული ჟილეტები, საახალწლოდ გაყიდვები აქტიურ ფაზაშია“, - აღნიშნავს გვანცა წერეთელი.
მისი თქმით, „ფოფსის“ ნაწარმზე ფასები 5-10 ლარით გაიზარდა. „გაძვირდა მასალა, ქსოვილი, ძაფები და სხვადასხვა აქსესუარები, მიწოდების სერვისი, თუმცა ვცდილობთ ფასები მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. ძაღლის სამოსზე ფასები მერყეობს 39-ლარიდან 150-ლარამდე. საშუალო ფასი 55-დან 70-ლარამდეა. ძირითადად ვყიდით ონლაინ. სამკერვალოში გვაქვს ადგილი შოურუმისთვის, ვმუშაობთ ინდივიდუალურ შეკვეთებზეც“, - ამბობს გვანცა წერეთელი.
მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე როგორც სამოსზე, ისე საწოლებზე მოთხოვნა მზარდია.
„2020 წლის შემოდგომაზე დავიწყეთ საქმიანობა. 2022 წელს, წინა 2021 წელთან შედარებით, გაყიდვები თითქმის გასამმაგდა. იზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც შინაური ცხოველები ჰყავთ. ტანსაცმელი უფრო სეზონური პროდუქტია, ძირითადად გაყიდვები მაღალია ცივ ამინდებში - სექტემბრიდან იწყება და პიკს წინა საახალწლო პერიოდში აღწევს, ხოლო საწოლები ყველა სეზონზე მოთხოვნადია.
საზღვარგარეთ პროდუქციას ძირითადად ემიგრანტები გვიკვეთავენ. ვგეგმავთ, ამას აქტიური სახე მივცეთ და ექსპორტზე გავიტანოთ ტანსაცმელი და საწოლები. პრიორიტეტული ევროპული ქვეყნებია. სტაბილური ბაზარია და ფასიც შესაბამისია", - ამბობს გვანცა წერეთელი.
რაც შეეხება ფასებს, „ფოფსის" ძაღლის საწოლების ღირებულება 69 ლარიდან იწყება 175 ლარამდეა.
„ფოფსის" პროდუქცია იქმნება როგორც პატარა, მომცრო ტანის, ასევე დიდი ჯიშის ძაღლებისთვის, რაც ადგილობრივ ბაზარზე აქამდე დეფიციტური იყო.
უახლესი
8 საათის წინ
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს9 საათის წინ
Cavea ახალ კინოთეატრს ხსნის