დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დისტრიბუტორთა ასოციაცია მერიისგან  600  საპარკინგე ადგილს ითხოვს

დისტრიბუტორთა ასოციაცია მერიისგან 600 საპარკინგე ადგილს ითხოვს

29-03-2023 10:00:41

დისტრიბუციისთვის შერჩეული საპარკინგე ადგილებით დისტრიბუტორები რეალურად ვერ სარგებლობენ. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე 60 საპარკინგე ადგილია გამოყოფილი, როცა 600 არასაკმარისია.

ჭყონიას ინფორმაციით სადისტრიბუციო ავტომობილების მძღოლებს თითქმის მასიურად აჯარიმებენ, რაც სექტორის გამართულ მუშაობას ხელს უშლის.

„პარკინგი დღეს კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაახლოებით  60 საპარკინგე ადგილია გამოყოფილი. თუმცა მონიტორინგი არ არის ისეთი აქტიური, როგორც ხდება შშმ პირების ან ტაქსების ადგილებთან დაკავშირებით. როცა დისტრიბუტორები დანიშნულების ადგილზე მიდიან, ცარიელი სივრცე არ ხვდებათ, თან, 600  ადგილიც  საკმარისი არ არის. თუმცა პირველ ეტაპზე მერიისგან დაახლოებით ამდენი ადგილის გამოყოფას ვითხოვთ.

ვიცოდით, რომ პროცესი ნელა წარიმართებოდა, ამიტომ შევთავაზეთ, რომ სპეციალური სტიკერები მიგვეკრა კომპანიების მანქანებისთვის, მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ  სადისტრიბუციო ტრანსპორტია და მათი დაჯარიმება არ მოეხდინათ, როცა საავარიო ვითარებას  არ ქმნიან. ამას არავინ ითვალისწინებს და მძღოლებს უწერენ კოლოსალურ ჯარიმებს, რაც ათასობით ლარს აღწევს. საბოლოდ კი ნეგატიურად აისახება ფასზე, რადგან ესეც გარკვეულწილად ხარჯია კომპანიისთვის“, - ამბობს ივა ჭყონია Business Insider Georgia - თან.

შეგახსენებთ, თბილისის მერიის, გადაწყვეტილებით, პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობა გაიზარდა, რის მიზეზადაც ქალაქში წესრიგის დამყარება დასახელდა. თითქმის ყველა სახის ჯარიმა მინიმუმ გასამმაგებულია. თბილისში პარკირების საფასურის გადახდის გარეშე ავტომობილის პარკინგისთვის ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები