ხვალ, 15 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, შალიკაშვილის ხიდის მიმდებარედ წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში „ჯივიპი“ 15.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელს სრულად აახლებს, რაშიც კომპანია 21 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.
რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე, შალიკაშვილის ხიდიდან ცაბაძის ქუჩამდე სრულად განახლდება 4 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და 3 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების ქსელი, ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყობა.
„ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები შალიკაშვილის ხიდთან წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის განახლებულ მონაკვეთზე გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 15 აგვისტოს, საღამოს 21:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან, 17 აგვისტოს 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში: წერეთლის გამზირს, მირცხულავას, წყალტუბოს, სამტრედიის, სტანისლავსკის, ბაქრაძის, გოგოლაურის, ვანის, კედიას, კერესელიძის, გვეტაძის, ფიფიების, ფიფიას, ევდოშვილის, ყიფიანის, ფოთის, გორის, ბათუმის, ბაგრატიონის, ქუთაისის, მეტრეველის, ქურდიანის, ცაბაძის, კოსმონავტების, სანაპიროს, აგლაძის, დგებუაძის, ხოშარაულის, გუდაუთას, გაფრინდაულის, იშხნელების, სოხუმის, ზუგდიდის მაიაკოვსკის და იამანიძის ქუჩებს, თევდორე მღვდლის ქუჩა N13-57 და N16-48, რობაქიძის ქუჩა N 7-ს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
უახლესი
32 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა