დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დიდ დიღომში სამშენებლო ნარჩენისგან 30-მდე ლოკაცია გაიწმინდა

დიდ დიღომში სამშენებლო ნარჩენისგან 30-მდე ლოკაცია გაიწმინდა

22-08-2023 15:17:09

დედაქალაქში დასუფთავების აქციები გრძელდება. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა, სპეცტექნიკის საშუალებით, სამშენებლო/ინერტული ნარჩენი დიდი დიღმის დასახლებაში 30-მდე მისამართიდან გაიტანეს.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„სამშენებლო ნარჩენის უკანონოდ განთავსების კუთხით დიდი დიღომი ერთ-ერთი პრობლემური დასახლებაა. მოგეხსენებათ, კონტეინერებში ან მიმდებარედ ინერტული ნარჩენის განთავსება დაუშვებელია. ეს არის სამართალდარღვევა, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები