დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დიდ დიღომში, საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე მოეწყო

დიდ დიღომში, საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე მოეწყო

26-07-2023 11:50:03

საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში, ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო  ცენტრის მიმდებარედ,  5 000 კვ.მ   ფართობზე  რეკრეაციული სივრცე მოაწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი - აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოწყობილიყო, დაკმაყოფილებულია.

„ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი პროექტის - საფეხბურთო მოედნის მოწყობას აპროტესტებდა. ისინი რეკრეაციულ სივრცეს ითხოვდნენ. მათი სურვილი შესრულებულია. საბურთალოს რაიონის გამგეობამ, აღნიშნულ მონაკვეთზე, 5 000 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე მოაწყო. ტერიტორიაზე დაირგო, დაახლოებით, 600-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე,  დამონტაჟდა საპარკო ინვენტარი, გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები