დღეს, საკანონმდებლო ორგანოში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებზე იმსჯელებენ. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში ნომერ პირველი საკითხია: საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურები;
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს კანდიდატურები 3 თებერვალს წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„შემდეგი საკითხი გახლავთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი პირები, რომლებიც პრეზიდენტმა წარმოადგინა. როგორც იცით, არის ოთხი ვაკანსია და პრეზიდენტმა წარმოადგინა ვაკანსიაზე კანდიდატები, კერძოდ: ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ნინო ჯელაძე, ლევან ძნელაძე. საკითხი განსახილველად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცემა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უახლესი
15 საათის წინ
ირაკლი შატაკიშვილი მოსწავლეებს შეხვდა15 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7894 ლარი გახდა15 საათის წინ
"ხის დაცვა კირით: ბუნებრივი და საიმედო მეთოდი"