ღმერთის ნება იყო, რომ 2012 წელს რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი - ყველამ შვება ვიპოვეთ, ჩვენ ყველამ სწორი გზა ვიპოვეთ ჩვენი ქვეყნის განვითარების. ბიზნესი დაწყნარდა, დამშვიდდა. მადლობა ღმერთს, რომ სამშვიდობოს გამოვედით, - განაცხადა სააკაშვილის რეჟიმის რეპრესირებულმა ბიზნესმენმა, ნოშრევან ნამორაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
„მგონია, რომ დღეს არ მოიძებნება ბიზნესმენი, რომელიც იტყვის, რომ კიდევ წნეხის ქვეშაა. ერთ რამეს გავუსწოროთ თვალი - ადამიანებს ქუჩაში არ ცხრილავენ და ადამიანებს ოჯახებში არ უვარდებიან“, - აღნიშნა ნოშრევან ნამორაძემ.
მისი თქმით, 2003 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, მათ არ იცოდნენ სად მოვიდნენ, რა თანამდებობები დაიკავეს და რა უნდა ემართათ.
„მიშა სააკაშვილმა შეძლო და მის გარშემო გაიერთიანა რაღაცნაირი მენტალიტეტის საზოგადოება, რომლებიც კონცენტრირებული იყვნენ, რომ ვინმესთვის რაიმე ცუდი გაეკეთებინათ., ოღონდ ვიღაც აეწიოკებინათ, დაესაჯათ“, - აღნიშნა ნამორაძემ.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა