2023 წლის 15 მაისიდან რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს უქმებს სავიზო რეჟიმს, გარდა იმ პირებისა, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში დასაქმების მიზნით შედიან.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება იურიდიული ინფორმაციის პორტალზე 10 მაისს გამოქვეყნდა.
დოკუმენტი ადგენს, რომ „2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები შედიან რუსეთის ფედერაციაში და ტოვებენ რუსეთის ფედერაციას ვიზის გარეშე მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე“.
გამონაკლისს წარმოადგენენ „მოქალაქეები, რომლებიც შედიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
განკარგულების თანახმად, 15 მაისიდან რუსეთის ფედერაციაში შესვლის მიზნით, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს ეძლევათ ერთჯერადი ვიზა სამთვიანი ვადით.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აკრედიტაციის შემდეგ, ასეთი პირები სამი თვის განმავლობაში შედიან და ტოვებენ რუსეთს ვიზის გარეშე.
დადგენილება ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე 10 მაისს თავისი ბრძანებულებით გააუქმა 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებულება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტის (ფრენების) აკრძალვის შესახებ.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა