დღეიდან პაისერა ბანკი საქართველოს მომხარებლებისთვის ევროპაში ევროს გადარიცხვას საკომისიოს გარეშე სთავაზობს. როგორც პირველი ციფრული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პეისერა ბანკი თავის მომხმარებელს ქართულ საბანკო ანგარიშთან ერთად უხსნის ევროპულ, საერთაშორისო, საბანკო ანგარიშს.
„პაისერა ბანკი საქართველო ულოცავს საქართველოს ყველა მოქალაქეს ევროკავშირის კანდიდატის სტაუსის მიღებას. ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის მეტად ხელშეწყობის მიზნით, დღეიდან პაისერა ბანკი საქართველო თავის მომხარებლებს ევროპაში ევროს გადარიცხვას საკომისიოს გარეშე სთავაზობს.
ჩვენი სლოგანია „უსაზღვრო ევროპული შესაძლებლობები“, ჩვენი მიზანია-გავამარტივოთ და მოვხსნათ ყველა ბარიაერი, საქართველოსა და ევროპას შორის ანგარიშსწორების ნაწილში.
პაისერა ბანკი საქართველო თავის მომხმარებელს ქართულ საბანკო ანგარიშთან ერთად უხსნის ევროპულ, საერთაშორისო, საბანკო ანგარიშს. აღნიშნული კი ქართველ მომხმარებელს, როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირს, ერთდროულად აძლევს წვდომას ერთიანი ევრო გადახდის სისტემაზე (SEPA, SEPA INSTANT) და საქართველოს საანგარიშწორბო სისტემაზე (RTGS)“, - აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიო.
SEPA-ს ქვეყნებთან ბიზნესის წარმოების, ვაჭრობის და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით აღსანიშნავია, რომ SEPA INSTANT-ით პაისერა ბანკი თავის მომხმარებელს შესძლებლობას აძლევს ევროპაში ევროში ანგარიშსწორება განახორცილეოს 24/7-ზე, 365 დღის განმავლობაში, მყისიერად.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლისთვის SEPA მოიცავს 36 ქვეყანას - ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, 3 ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყანა (ნორვეგია, ლიხტენშტეინი, ისლანდია), ასევე გაერთიანებული სამეფო, შვეიცარია, მონაკო, სან მარინო, ვატიკანი და ანდორა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა