დღეიდან Georgian Wings-ის ფრენები თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით აღდგენილია. როგორც ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, Georgian Wings-ის საჰაერო ხომალდი მზად არის რეგულარული ფრენების შესასრულებლად.
„31 ივლისს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ყოველდღიური გეგმიური რეგულარული რეისები შესრულდება.
28 ივლისს საჰაერო ხომალდის გაფრენის წინა უსაფრთხოების შემოწმების რეგულარული პროცედურის დროს დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზი, სრულად აღმოფხვრილია და საჰაერო ხომალდმა 31 ივლისს სატესტო ფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან წარმატებით შეასრულა.
Georgian Wings-ი 31 ივლისიდან, კვირაში 12 სიხშირით განაგრძობს ოპერირებას თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით“, - აცხადებენ ავიაკომპანიაში.
უახლესი