მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარი ინტერესია სავაჭრო, ეკონომიკური ინტერესების განვითარება, მეტი ინვესტიციისა და ტურისტების მოზიდვა ჩინეთიდან. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი და ზოგადად, სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმება. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. დღეს მე ამისთვის შესაბამის განკარგულებას გამოვცემ და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. წამახალისებელი იქნება მეტი ტურისტის ჩამოსვლისთვის საქართველოში“, - აღნიშნა პრემიერმა.
უახლესი
3 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა16 საათის წინ
აღმოაჩინე Meama-ს საახალწლო შეთავაზებები