„აბრეშუმის გზის ფორუმთან“ დაკავშირებით, დღეიდან, 27 ოქტომბრის ჩათვლით, შოთა მესხიას ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
საავტომობილო გადაადგილება შეზღუდული იქნება რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე არსებულ მონაკვეთში (რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისა და შოთა მესხიას ქუჩის კვეთიდან, შოთა მესხიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთამდე).
27 ოქტომბრის ჩათვლით, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება ინაშვილის ქუჩის გამოყენებითიქნება შესაძლებელი.
უახლესი
3 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა16 საათის წინ
აღმოაჩინე Meama-ს საახალწლო შეთავაზებები