დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დეპოზიტების დოლარიზაცია მარტში, 53.6%-მდე შემცირდა

დეპოზიტების დოლარიზაცია მარტში, 53.6%-მდე შემცირდა

04-05-2023 16:13:55

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია, 2023 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 0.6 პპ-ით შემცირდა და 53.6%-ს შეადგენს.

მარტის ბოლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით 0.7-0.7 პპ-ით შემცირდა და შესაბამისად 39.3% და 68.5% შეადგინა.

კლებად ტენდენციას განაგრძობს ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაციაც.

კერძოდ, მარტში ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 2.0 პპ-ით და 63.7%-მდე შემცირდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები