დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვაზე მოსაკრებლიდან 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ბიუჯეტში 1,635,484.54 ლარი შევიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,088,150.00 ლარი. შესაბამისად ზრდა 50%-ია.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვებიდან შესული თანხის მაჩვენებლები ასეთია:
შეგახსენებთ, რომ პირველი აპრილიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი ამოქმედდა. თავად რეფორმა კი 2018 წლიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე ლიცენზიები გაიცა. მეორე ეტაპზე, 2019 წლიდან ძალაში შევიდა რეგულაცია მარჯვენასაჭიანი და განსხვავებული ფერის ავტომანქანების შეზღუდვაზე და ტაქსები ორ კატეგორიად გაიყო. მესამე ეტაპზე ლიცენზია უვადო გახდა და მფლობელის საკუთრებაა.
საერთო ჯამში თბილისის მერიის მიერ გაცემული იყო 35558 ნებართვა. უფრო კონკრეტულად 20 მარტიდან მუნიციპალიტეტმა არსებული, ძველი სისტემით, A კატეგორიის ნებართვების გაცემა შეწყვიტა.
პირველი აპრილიდან მუნიციპალიტეტი ახალი სისტემით გათვალისწინებულ, A კატეგორიის ნებართვას გასცემს ყველა იმ ფიზიკურ პირზე, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში, თუნდაც ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას, ერთ ფიზიკურ პირზე ერთი ნებართვის პრინციპით.
პირველი აპრილიდან გაცემული ახალი, A კატეგორიის ტაქსის ნებართვა საჭიროებს მიმღების მიერ აქტივაციას, რომლის ვადად განსაზღვრულია 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე პერიოდი.
რაც შეეხება B კატეგორიის ტაქსის ნებართვას, აქამდე არსებული ყველა წესი რჩება უცვლელი. გარდა ამისა, რეფორმა არ ითვალისწინებს A კატეგორიის ტაქსებისთვის ავტომობილებზე ასაკობრივი შეზღუდვის შემოღებას ან დამატებითი მოსაკრებლის დაწესებას.
A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს პირველი აპრილიდან მგზავრების აყვანა-ჩამოსმა ავტობუსის ზოლშიც შეუძლიათ.
უახლესი
16 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა