დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დავით ონოფრიშვილი დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს

დავით ონოფრიშვილი დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს

10-02-2025 17:27:00

დავით ონოფრიშვილი დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

2024 წელს, სამხრეთ აფრიკაში, კეიპ თაუნში გამართულ დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS - International Association of Insurance Supervisors) აღმასრულებელი კომიტეტის (ExCo  - Executive Committee) სხდომას, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი, ამავე ასოციაციის ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის (CEET - Central, Eastern Europe and Transcaucasia) რეგიონის წარმომადგენლის სტატუსით დაესწრო.

რადიოსივრცის“ (FM 98.5) ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, დავით ონოფრიშვილმა როგორც განაცხადა, IAIS-ში გაწევრიანებულია ყველა დიდი ქვეყანა, მისი შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიის ქ. ბაზელში და აერთიანებს 200-ზე მეტი წევრს 130-ზე მეტი იურისდიქციიდან. IAIS თავის საქმიანობას ახორციელებს კომიტეტის სისტემის მეშვეობით, რომელსაც აღმასრულებელი კომიტეტი (ExCo  - Executive Committee) ხელმძღვანელობს. აღმასრულებელი კომიტეტი პირისპირ შეხვედრებისთვის წელიწადში დაახლოებით ორჯერ იკრიბება, ხოლო დისტანციური შეხვედრები ორ თვეში ერთხელ იმართება.

IAIS-ის წესდების მიხედვით, ExCo-ში წარმომადგენლების რაოდენობა თითოეული რეგიონის სიდიდის მიხედვით განისაზღვრება, შესაბამისად CEET რეგიონს აღმასრულებელ კომიტეტში ორი წევრი ყავს, რომელთაგან ერთ-ერთი 2024 წელს დავით ონოფრიშვილი გახდა, რაც საქართველოსთვის და ზოგადად ქართული სადაზღვევო სექტორისთვის დიდ აღიარებას ნიშნავს.

აღმასრულებელ კომიტეტში 38 წევრია. საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტი წარმომადგენლობითი პრინციპით 7 რეგიონად არის დაყოფილი. ევროპა წარმოდგენილია ევროკავშირის საზედამხედველო უწყებით EIOPA-თი (ევროპის დაზღვევისა და პროფესიული საპენსიო სამსახური), ასევე ცალკეული ქვეყნებით საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია. ევროპის დანარჩენი ქვეყნები  და რიგი ცენტრალური აზიის არიან -   ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონში (CEET - Central, Eastern Europe and Transcaucasia). მსოფლიოს სხვა რეგიონები წარმოადგენენ კონტინენტებს  რომლებიც წარმოდგენილი არინ 2 ან 3 წარმომადგენლით. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში დაზღვევის ზედამხედველობა არ არის ფედერალურ, ანუ სახელმწიფო დონეზე,  თვითოეულ შტატში არჩეული გუბერნატორი ნიშნავს დაზღვევის ზედამხედველს. შესაბამისად აშშ წარმოდგენილია 5 შტატით. ასევე აღმასრულებელი კომიტეტის წევრია IAIS-ის წამყვანი მენეჯმენტის 8 წარმომადგენელი.

საქართველო შედის ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის და ამიერკავკასიის რეგიონში, რომელიც მოიხსენიება როგორც Transcaucasia. იგი აერთიანებს დაახლოებით 30 ქვეყანას (ევროკაშირის წევრ 11 ქვეყანას (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, სლოვენია, ბალტიის ქვეყნები: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი), ევროკავშირის წევრობის კანდიდატ 9 ქვეყანას (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, თურქეთი, სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო) და ევროკავშირის არა წევრ 7  ქვეყანას (ისრაელი, ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ასევე რუსეთი და ბელორუსიც, რომელთაც შეჩერებული აქვთ წევრობის სტატუსი) და კომიტეტში ჰყავს ორი წარმომადგენელი.

აღმასრულებელი კომიტეტი მუდმივმოქმედი ორგანოა, რომელიც აინიცირებს და ამტკიცებს დაზღვევის სფეროში პოლიტიკის დოკუმენტებს, მოთხოვნებს, რაც სადაზღვევო ბაზარზე უნდა იყოს სხვადასხვა მიმართულებით: ზედამხედველობის მეთოდოლოგია და მიდგომები, ფინანსური და სტატისტიკური მახასიათებლები, ახალი პროდუქტების რეგულირება, განსაკუთრებით ციფრულ განვითარებასთან მიმართებაში, განსაკუთრებული აქცენტია მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე. ცხადია, სტანდარტები საკმაოდ მაღალია და მათი დაუყოვნებლივ დანერგვა ყველას არ შეუძლია, თუმცა მათი მიღებით ყალიბდება ერთიანი გარემო.

აღსანიშნავია, რომ IAIS პერიოდულად აწარმოებს თავიანთი წევრების გამოკითხვას   სხვადასხვა კითხვარებს საშუალებით, რომლითაც იკვლევს, თუ რა დონეზეა კონკრეტული ქვეყნის საზედამხედველო უწყების როგორც ინსტიტუციონალური ისე ეფექტიანობის მაჩვენებლები. შესაბამისად,  ვლინდება კონკრეტული სისუსტეები, რომელთა აღმოფხვრა მნიშვნელოვანია სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის. შესაბამისად, წევრი ქვეყნები ცდილობენ მაქსიმალურად მიუახლოვდნენ ასოციაციის მიერ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს. უნდა აღინიშნოს, რომ დიდი და ძლიერი ეკონომიკის ქვეყნები ყველაზე აქტიურები არიან დაწესებული სტანდარტების აღსრულებაში. აღმასრულებელ კომიტეტს თავმჯდომარეობს იაპონია.

როგორც დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, საქართველოს სადაზღვევო ბაზარი ჯერ არ არის ისე განვითარებული, როგორც ევროპისა და განვითარებული ქვეყნების და ბუნებრივია ეს პროცესი მიმდინარეობს ეტაპობრივად, თუმცა ევროკავშირთან მიმართებაში, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი მთელი რიგი ვალდებულებების შესრულება დაზღვევის კუთხით და შესაბამისი დირექტივების დამუშავება მუდმივად  მიმდინარეობს.

დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, რომ სამსახური ბოლო წლებში ძალიან აქტიურობს, რაც გამოიხატება საერთაშორისო დონის შეხვედრებზე მაქსიმალური ჩართულობით, სემინარებსა თუ კონფერენციებში მონაწილეობით.

გარდა ამისა, დიდი გამოხმაურება ჰქონდა 2023 წელს საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებას, როდესაც სამსახურმა უმასპინძლა რეგიონული დონის ღონისძიებას. აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა შეირჩა 30 ქვეყნას შორის. ცხადია, ეს ყოველივე, საქართველოსთვის, როგორც ქვეყნის შესაძლებლობების წარმოჩენა ძალზედ მნიშვნელოვანია“ - განაცხადა ონოფრიშვილმა

სამსახური აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ საქართველოს სადაზღვევო ბაზარი გაიზარდოს, განვითარდეს და დაუახლოვდეს განვითარებული ქვეყნების სადაზღვევო ბაზრებს.. „2024 წლის წინასწარი მონაცემებით სადაზღვევო ბაზარი წინა წელთან შედარებით 20 %-მდე გაიზარდა“ - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.

 

 

 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები