დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი.
კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა კოლეგებს ცვლილების არსი გააცნო და აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშება-დადგენის დროს, სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა გათვალისწინებული არ იქნება.
შოთა ბერეკაშვილმა განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით ენგურჰესსა და ვარდნილჰესს ევალება, მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ოკუპირებულ აფხაზეთს მიაწოდოს. მისივე თქმით, აფხაზეთის უფასო ენერგომომარაგება დიდ ფინანსურ ტვირთად აწევს ენგურჰესსა და ვარდნილჰესების კასკადს. ბოლო 5 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად ენგურჰესის გამომუშავების თითქმის ნახევარი აფხაზეთზე მოდის და მისი უსასყიდლო მიწოდებიდან გამომდინარე, კომპანიისათვის მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს.
წარმოდგენილი ცვლილების მიღების შედეგად შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადისათვის“ შესაძლებელი გახდება სამართლიანი ტარიფის დადგენა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კომპანიის ფინანსურ გაძლიერებასა და მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუფერხებლად განხორცილებას.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.
უახლესი
15 საათის წინ
ირაკლი შატაკიშვილი მოსწავლეებს შეხვდა15 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7894 ლარი გახდა15 საათის წინ
"ხის დაცვა კირით: ბუნებრივი და საიმედო მეთოდი"