დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა სახელმწიფო განბაჟების 300-ლარიანი ზღვრის გაზრდას მხარი არ დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა სახელმწიფო განბაჟების 300-ლარიანი ზღვრის გაზრდას მხარი არ დაუჭირა

30-10-2023 18:07:35

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებში ცვლილებებზე იმსჯელა. ცვლილებები პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ელისაშვილმა წარადგინა.

პროექტის თანახმად, იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება 700 ლარამდე ღირებულების 30 კგ-მდე  საერთო წონის საქონლის საფოსტო გზავნილი.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მოქმედი კანონით იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებულია საფოსტო გზავნილი, რომლის ღირებულება 300 ლარს არ აღემატება.

„ლარის დევალვაციის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ლოგიკურია ზღვარი 300-დან 700 ლარამდე გაიზარდოს", - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები