დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დარეჯან დედოფლის სასახლის გარე ფასადისა და შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, პროექტის განხორციელებას, დაახლოებით, ექვსი თვე დასჭირდება.
„როგორც იცით, რამდენიმე წლის წინ ჩვენ განვახორციელეთ დარეჯან დედოფლის სასახლის ეზოსა და გალავნის რეაბილიტაცია. ამჯერად კი, შენობაში ჩატარდება, როგორც გარე ფასადის, ასევე შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. შენობა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და განახლებას საჭიროებს. კერძოდ, რეაბილიტირდება აივანი და გადაეწყობა მისი დეკორატიული ელემენტები; არქიტექტურული დეტალები აღდგება ხის განახლებული ნაკეთობებით; სასახლის იმ ნაწილში, რომელსაც რეაბილიტაცია არ შეხებია, მოწესრიგდება ეზო და მოეწყობა სადრენაჟე სისტემა; შეკეთდება დეკორატიული სვეტები, გარემონტდება ფასადი, შეკეთდება გადახურვის კონსტრუქცია და სხვა. პროექტის განხორციელებისთვის განსაზღვრულია, დაახლოებით, ექვსი თვე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა