გახდი 500 Georgia-ს 50-ზე მეტი სტარტაპის ქსელის წევრი, დარეგისტრირდი მეექვსე ნაკადზე და მიიღე მონაწილეობა აქსელერაციის პროგრამაში. განაცხადის შესავსებად გადადი ბმულზე.
2020 წლიდან 500 Global-ი, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით, წელიწადში ორჯერ საქართველოში 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივა, მსოფლიო დონის ექსპერტების მენტორობით, სტარტაპებს აძლევს საჭირო ცოდნას, რომელიც ეხმარება მათ საკუთარი ბიზნესების ზრდასა და განვითარებაში როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
12 კვირიანი ინტენსიური აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ორი კვირის განმავლობაში თბილისში, გადიან კურსებს მომხმარებლების განვითარების, ზრდის მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინისა და სხვა, ფუნდამენტური ბიზნეს-პრინციპების შესახებ. შემდეგ, 8 კვირის განმავლობაში დისტანციურად, მენტორებთან ერთად მუშაობენ და ატარებენ ექსპერიმენტებს მათი ბიზნესის ზრდისთვის საჭირო მეტრიკებზე. პროგრამის მიწურულს კი, ორი კვირის განმავლობაში, თბილისში, ფულადი სახსრების მოზიდვის ეფექტურ გზებს სწავლობენ. ამასთან, დამფუძნებლები საკუთარი იდეების წარდგენაზე მუშაობენ და სამთვიანი პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე - Demo Day-ზე საკუთარ სტარტაპებს ფართო აუდიტორიას აცნობენ.
2022 წელს 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან ოთხწლიანი პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა. რომლის ფარგლებში, 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა საქართველოში, თბილისში წელიწადში ორჯერ იმართება. პროგრამაზე განაცხადის შეტანა დამწყებ ტექნოლოგიურ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპიდან, კავკასიიდან და ცენტრალური აზიის (EECCA) ქვეყნებიდან მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაწილეების შერჩევა მეექვსე ნაკადისთვის, რომელიც 2024 წლის აპრილში დაიწყება.
500 Global-ის შესახებ:
500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2023 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 190+ წევრს აერთიანებს 25 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა