დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დაბალი ინფლაცია, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების შესაძლებლობას გვაძლევს - ნათია თურნავა

დაბალი ინფლაცია, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების შესაძლებლობას გვაძლევს - ნათია თურნავა

05-12-2023 13:14:12

 

ბოლო თვეების სტატისტიკა ნათლად ცხადყოფს, რომ პოლიტიკა, რომელიც მიმართული იყო ინფლაციის მოთოკვისკენ იყო სწორი და ეფექტური, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამ პოლიტიკაში მე ვგულისხმობ, როგორც სებ-ის მიერ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ასევე მთავრობის ანტიინფლაციურ პოლიტიკას, მათ შორის საბიუჯეტო კონსოლიდაციას და კონკურენციის წახალისებისკენ მიმართულ ღონისძიებებს. ჩვენ ბოლო რამდენიმე თვე მართლაც დაბალი ინფლაციის მაჩვენებლები გაქვს, ბევრად დაბალი ვიდრე ჩვენი მიზნობრივი 3%-იანი ინფლაცია და ეს გვაძლევს კარგ შესაძლებლობას, რომ გავაგრძელოთ რა თქმა უნდა ფრთხილად, ზომიერი ბიჯებით, მაგრამ ჩვენი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება,  კერძოდ, განაკვეთის შემსუბუქება.

ყველაფერთან ერთად ეს ნაბიჯი იძლევა ფინანსური პირობების შემსუბუქების შესაძლებლობას ქვეყანაში და იმ ადამიანებს, რომელთაც ლარში აქვთ სესხი აღებული და ლარის რესურსი სჭირდებათ მათაც პირობები გავუუმჯობესოთ და ლარის სესხის პროცენტი შევამციროთ“, - აღნიშნა თურნავამ.

ცნობისთვის, ნოემბრის თვეში ინფლაციამ 0.1% შეადგინა, რაც ოქტომბერთან შედარებით 0.2%-ით შემცირებულია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები