დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დაბა სტეფანწმინდაში, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტში ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას - დამცავი ღონისძიებების გასატარებლად შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა - გარემოს ეროვნული სააგენტო

დაბა სტეფანწმინდაში, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტში ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას - დამცავი ღონისძიებების გასატარებლად შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა - გარემოს ეროვნული სააგენტო

18-08-2023 15:01:42

,,მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. „თარგმანის უბანში“, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ადგილზე მოახდინეს არსებული გეოდინამიკური პირობების შეფასება, რის საფუძველზეც, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა", -  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მოხდება საბოლოო დასკვნის მომზადება, რომელიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება. 

„დღეის მდგომარეობით, რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არ ფიქსირდება. თუმცა, ნებისმიერი ტიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, უბნის მდგრადი ფუნქციონირებისათვის, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარების გეგმის შემუშავების საკითხი შესაბამის უწყებებთან განიხილება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები