კომუნიკაციების კომისიამ „სეზონი ტვ" საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა. კომუნიკაციების კომისიაში შემოსული განცხადების საფუძველზე, ComCom-მა „სეზონი ტვ"-ის მონიტორინგი განახორციელა, რომლის შედეგად, მაუწყებლის ეთერში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების" შესახებ კანონმდებლობის დარღვევა გამოიკვეთა.
კერძოდ, 2023 წლის ოქტომბერში, „სეზონი ტვ"-ის ეთერში დაფიქსირდა „ტელეიმედის" მიერ დამზადებული მასალის საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით განთავსების ფაქტი. „სეზონი ტვ"-იმ ეთერში „ტელეიმედის" მომზადებული გადაცემა მათი ნებართვის გარეშე განათავსა. გარდა ამისა, გადაცემის განთავსებისას „ტელეიმედის" ლოგო ნაწილობრივ გადაფარული, ხოლო მასალაზე დატანილი პროგრამის სათაური გადაკეთებული იყო.
გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „სეზონი ტვ"-ის მხრიდან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავს დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა