კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა ბათუმში გამართულ "Startup Investment Forum"-ის ფარგლებში, სტარტაპერებისთვის სემინარი ჩაატარა. შეხვედრაზე განხილული იყო ბაზრის რისკებისა და პოტენციალის, ასევე, სტარტაპთეორიისა და ტესტირების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები. გარდა ამისა, სემინარის ფარგლებში დაინტერესებული მონაწილეები პოტენციური მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღების მეთოდებსა და სტარტაპში პრობლემების დროულად ამოცნობის მექანიზმებს გაეცნენ.
მედიალაბის სემინარის შემდგომ, ფორუმი ადგილობრივი სტარტაპერების გამოსვლებს, პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს დაეთმო.
„Startup Investment Forum" საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ბათუმის ტექნოპარკისა და აქსელის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდასა და ადგილობრივი ინოვაციური თუ ტექნოლოგიური სტარტაპების ხელშეწყობას ისახავს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა